„ს. სისაურის, მ. ვაწაძისა და გ. ბოკუჩავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
227
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-07
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08
„ს. სისაურის, მ. ვაწაძისა და გ. ბოკუჩავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №227

2009 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

ს. სისაურის, მ. ვაწაძისა და გ. ბოკუჩავასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს სულხან სისაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ვაწაძესა და საქართველოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსს გიორგი ბოკუჩავას უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილისა და ი. დავითაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 ივნისის №375 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია