„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
195
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-27
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №195

2009 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს    №462 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., № 113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ1) J-8 – რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ1) J-8 – რუსურსების დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების პერსპექტიული განვითარებისათვის საჭირო ყველა სახის რესურსის დაგეგმვის ერთიანი პროცესის კოორდინაციას. ორი წლით ადრე ადგენს შეიარაღებული ძალების ერთწლიანი და მრავალწლიანი საბიუჯეტო მოთხოვნების პროექტს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია