ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში (სსმ V, 02.09.2010წ., №20, მუხლი 554) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს პრეამბულა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად“.
2. დადგენილების სათაურსა და დადგენილებით დამტკიცებულ პირველ მუხლში ამოღებულ იქნეს სიტყვები „სტრუქტურული ერთეული“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე