,,ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
142
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-25
სარეგისტრაციო კოდი
480.290.000.08.
,,ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №142

2009 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადებისათვის აუცილებელი წინასწარი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაევალოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნა და კომისიის დებულების დამტკიცება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია