„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
132
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-19
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №132

2009 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 516) პირველი პუნქტით დამტკიცებული კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ელენე თევდორაძე – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

დავით აფრასიძე – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ლაშა ბუღაძე – დრამატურგი

რომან მარსაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნინო კალანდაძე –         საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის წევრი

მარიკა ვერულაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ზურაბ კიკნაძე – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი

ნიკოლოზ რურუა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი

ბეჟან ხურციძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

გივი შაჰნაზარი – მწერალი

აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია