,,რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
88
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-10
სარეგისტრაციო კოდი
480.610.000.08.
,,რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №88

2009 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

1. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის (შემდეგში _ სექცია) შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) სექციის დიპლომატიური თანამდებობის პირებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტება;

ბ) სექციის საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 4 მარტიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია