,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
168
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-28
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.302
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №168

2005 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს დამატება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი №94, მუხ. 1066) და მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“.

2. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების მოსაკრებლის ოდენობები განისაზღვროს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი შინაარსის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების ოდენობის მიხედვით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია