„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-01-30
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.
„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №40

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №37, მუხ. 351) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„VII. სახელმწიფო კონტროლი

ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია