„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3603-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-12
სარეგისტრაციო კოდი
340130000.05.001.016024
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

№360 3–II ს

კრებსითი — სრული ვერსია