„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3597-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-12
სარეგისტრაციო კოდი
210020120.05.001.016018
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47)  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 14 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

№3597–IIს

კრებსითი — სრული ვერსია