საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №204
199 8 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
ვ. ქელბაქიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვარლამ ქელბაქიანი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე