„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3595-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-12
სარეგისტრაციო კოდი
200010000.05.001.016016
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეწარმის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატა (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ურთიერთობებისა).“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

№3595–IIს

კრებსითი — სრული ვერსია