საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №822
2010 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო თანამდებობები:
მუხლი 5. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;
დ) საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი;
ე) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე;
ზ) სამსახურის უფროსი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე.
მუხლი 6. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს (სამსახური) უფროსი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს (სამსახური) უფროსი;
გ) სამსახურის უფროსი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
დ) სამსახურის უფროსი;
ე) სამსახურის უფროსის მოადგილე;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი;
ზ) მთავარი მრჩეველი.
მუხლი 61. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამმართველოს უფროსი;
ბ) სამმართველოს უფროსი – მთავარი ბუღალტერი;
გ) მთავარი სპეციალისტი.
მუხლი 7. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) უფროსი სპეციალისტი;
ბ) სპეციალისტი.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი