"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
819
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-12
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016027
"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №819

2010 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2005 წ., N48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №3 დანართში:

ა) სიტყვები: ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები” შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე”;

ბ) სიტყვები: „საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი” შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი”;

გ) სიტყვები: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი” შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი და წამყვანი საჯარო თანამდებობის პირები”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია