"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2010-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016001
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №44

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 4 აგვისტოს №24 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №90 (23-155), 10.08.09, გვ.8-9) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 30 (ოცდაათი) საშტატო ერთეულით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                                                                                                                                             ლ. ვარშალომიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია