"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/ნ
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-13
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016001
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის #1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/ნ

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 ივნისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის       22 ივნისის №1/ნ ბრძანებასა და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში” (გაზეთი „აჭარა”, 2009 წლის 2-3 ივლისი, №74(23-139) გვ. 7-7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის            5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:“;

ბ) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „მუხლი 1. გამოყენების სფერო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის წესს.”;

გ) დებულებიდან ამოღებული იქნეს მე-2 მუხლის „ბ” პუნქტის „ბ.გ” ქვეპუნქტი;

დ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა.”;

ე) დებულებიდან ამოღებული იქნეს V თავი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                              ლ. ანთაძე

კრებსითი — სრული ვერსია