საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №164
1998 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
გ. გველესიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გურამ გველესიანი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე