საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №634
2008 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ. №74, მუხ. 533) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს 2 3პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„23. ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაცია ხორციელდება აუქციონის ფორმით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით.“.
2. ეს ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი