„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
620
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-26
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.08.002.004
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №620

2008 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში (სსმ III, №19, 2006 წ., მუხ. 220) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს მიწისზედა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტითა და ავტობუსებით (M3  კატეგორია – 5 ტონაზე მეტი) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვა.“;

ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრამდე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის   1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია