მ. ჭკუასელისათვის უფლებამოსილების დადასტურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
426
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-07-22
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.001.
მ. ჭკუასელისათვის უფლებამოსილების დადასტურების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №426

1998 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი

მ. ჭკუასელისათვის უფლებამოსილების დადასტურების შესახებ

დაუდასტურდეს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს მ. ჭკუასელს, რომ ხელი მოაწეროს „საკრედიტო და საპროექტო ხელშეკრულებას რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (სესხის ამღები) შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, აგრეთვე საქენერგოთი (პროექტის შემსრულებელი)“ და „საარბიტრაჟო ხელშეკრულებას რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW, მაინის ფრანკფურტი) და საქართველოს (სესხის ამღები) შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, აგრეთვე საქენერგოთი (პროექტის შემსრულებელი)“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია