“ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
161
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-27
სარეგისტრაციო კოდი
390.050.020.10.003.000.295
“ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2005 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 12.08.2005 წ., №94, მუხ. 1066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით გაცემული ხე-ტყე.

4. ხე-ტყეს ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცემენ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის“ შესაბამისი სატყეო მეურნეობები ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის“ დაცული ტერიტორიების შესაბამისი ადმინისტრაციები მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“;

ბ) მე-8 მუხლის „ა.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ხე-ტყის ტრანსპორტირებისას იქონიოს და ექსპორტირებისას საბაჟო ორგანოებს წარუდგინოს მისი კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა ფორმასა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი. აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აგრეთვე წარდგენილ უნდა იქნეს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია