„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.153.016007
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2010 წლის 8 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მომართვის (№903, 10.09.10 წ.) საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №23 დადგენილებაში, კერძოდ:

დებულების მე-3 მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მოადგილე“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „კომისიის თავმჯდომარე“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ა. კალანდაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია