ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2010 წლის 6 ოქტომბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №23 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:
ა) №23 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’;
ბ) №23 დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს 11.42 ლარით, თანახმად №2 დანართისა’’;
გ) №23 დადგენილების მე-3 პუნქტს დაემატოს 31 (პრიმა) პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა თანახმად №3 დანართისა’’;
დ) №23 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ პირებთან და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ამზადებს და დებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „დასუფთავების სამსახური’’;
ე) №23 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „დასუფთავების სამსახურს’’;
ვ) №23 დადგენილებას დაემატოს №3 დანართი – „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა“, (დანართი თან ერთვის).
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავჯდომარე ა. მამეშვილი