ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №33
2010 წლის 6 ოქტომბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულომ: დაადგინა
1. შევიდეს ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №13 დადგენილებაში, კერძოდ დადგენილებით დამტკიცებულ დებულების:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ’’, ,,მ’’ და ,,ც’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ანხორციელებს კანონით დადგენილი წესით სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების შეთანხმებას.
მ) ანხორციელებს სამართლებრივი აქტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვისა და შესაბამისად სანებართვო მოწმობის გაცემას.
ც) უზრუნველყოფს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას’’;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ’’ და ,,რ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს’’;
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი