"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-05
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016003
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2010 წლის 5 ოქტომბერი

ქ. სამტრედია                                                

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს                                №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (სსმ V, № 13, 18. 08 . 2010 წ ., მუხ . 324) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

 1. მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1” ქვეპუნქტი:

  „უ1) გასცემს მშენებლობის ნებართვებს.”.

 2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ზ) ზედამხედველობს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს.”.

  მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ა. ჯვარშეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია