,,ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ,,მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორიების გაერთიანების ხარჯზე საზოგადოებრივი მუნიციპალური პარკის მოწყობისა და დარჩენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ღონისძიებათა შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
158
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-28
სარეგისტრაციო კოდი
360.060.000.10.003.000.292
,,ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ,,მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორიების გაერთიანების ხარჯზე საზოგადოებრივი მუნიციპალური პარკის მოწყობისა და დარჩენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ღონისძიებათა შესახებ”

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №158

2005 წლის 15 სექტემბერი

 ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ,,მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორიების გაერთიანების ხარჯზე საზოგადოებრივი მუნიციპალური პარკის მოწყობისა და დარჩენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-9 მუხლების შესაბამისად, ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ,,მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიების გაერთიანების, მუნიციპალური დასასვენებელი პარკის მოწყობისა და დარჩენილი ტერიტორიის (გურამიშვილის გამზირამდე) სივრცითი მოწყობის მიზნით:

1. ქ. თბილისის მერიამ (გ. უგულავა):

ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ,,მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიების გაერთიანებული საზღვრების გეგმა;

ბ) მუნიციპალური პარკის საზღვრების დადგენისა და დამტკიცების შემდეგ შეიმუშაოს და დაამტკიცოს დარჩენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა;

გ) აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად იხელმძღვანელოს საკონკურსო და სატენდერო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 3 მარტის №99 გადაწყვეტილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია