ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. ხობი
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №6 დადგენილების (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“ №15-16 (7025), 26.07. 2010 წ.) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და „თანამდებობათა დასახელების“ მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე