ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
107
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.141.016004
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №107

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.02.2007 წლის № 32 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          ჰ. მოვსესიანი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №116-სსმV, №53, 18.11.2010წ.,მუხ.1608                   

 დანართი №1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) სოციალური დაცვის ჯანმრთელობის პროგრამების შემუშავებას;

ზ) დასაქმების სოციალური პროგრამების შემუშავებას;

თ) წინადადების და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას შრომის და ომის ვეტერანთა დასახმარებლად;

 ი) ჯანმრთელობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

 კ)ჯანმრთელობის მუნიციპალური პროგრამების შესრულების კოორდინაციას;

 ლ)საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

 მ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულების მართვას;

 ნ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას მათ დასახმარებლად;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

კრებსითი — სრული ვერსია