"ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
98
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-11
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.029.016002
"ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №98

2010 წლის 7 ოქტომბერი

ქ თბილისი

„ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის № 576 ბრძანების (სსმ III, 17.10.2005, № 119, მუხ. 1326) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის ფორმის 31-ე პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში  შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის ანკეტის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს ანკეტის შემვსები პირი, თარჯიმანი და ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი, ხოლო ბოლო ფურცელს აგრეთვე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი

კრებსითი — სრული ვერსია