„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
546
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-18
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.004
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №546

2008 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„11.

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე;

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

1700.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია