საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №812
2010 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დღის დაწესების შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საუკუნეების განმავლობაში შექმნილი კულტურული ფასეულობების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნების მიზნით:
1. დაწესდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დღე.
2. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დღე აღინიშნოს ყოველწლიურად, მაისის პირველ კვირა დღეს.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი