„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
770
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-08
სარეგისტრაციო კოდი
200230040.22.035.016015
„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №770

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 ივლისის №472 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

    მუხლი 1

„გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წელი 23 ივლისის №472 ბრძანებით (სსმ III, 23.07.2009, №91, მუხ. 960) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, როგორც წესი, მოცემულ სათავსში განლაგებული საქონლის რიგითობის მიხედვით უნდა განხორციელდეს, ხოლო როცა ფასეულობანი სხვადასხვა სათავსშია განლაგებული და ეკუთვნის ერთსა და იმავე საწარმოში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს – შენახვის ადგილების თანმიმდევრობით. ფასეულობათა აღრიცხვის შემდეგ სათავსი ილუქება და ინვენტარიზაცია გრძელდება შემდგომ სათავსში. ამასთან, საგადასახდო ორგანოს უფროსთან/მოადგილესთან შეთანხმებით, ის სათავსი, რომელშიც დასრულებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, შესაძლებელია არ დაილუქოს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია