"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-05
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.127.016004
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2010 წლის 5 ოქტომბერი

ქ. ზესტაფონი

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაადგენილი წესით, შეიმუშავებს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და წარუდგენს მათ გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის მიზნით“ .

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე   მ. მასხარაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია