„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
473
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-03
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.002.004.
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №473

2008 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №60, მუხ. 516) პირველი პუნქტით დამტკიცებული კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ საქართველოს პარლამენტის წევრები – გიორგი ცაგარეიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ბეჟან ხურციძე და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ელენე თევდორაძე – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

დავით აფრასიძე – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ლაშა ბუღაძე – დრამატურგი

რომან მარსაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მურთაზ ზოდელავა – საქართველოს პარლამენტის წევრი

მარიკა ვერულაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

ზურაბ კიკნაძე – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი

ნიკოლოზ რურუა – საქართველოს პარლამენტის წევრი

მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი

ბეჟან ხურციძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

გივი შაჰნაზარი – მწერალი

აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია