„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.146.016003
„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2010 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოხელე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      გ. ნებიერიძე

კრებსითი — სრული ვერსია