„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.147.016001
„ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №19 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოხელე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    ე. ბერუაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია