,,დ. გვინდაძის, ვ. ლეჟავასა და რ. დალაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
471
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-01
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
,,დ. გვინდაძის, ვ. ლეჟავასა და რ. დალაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №471

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

დ. გვინდაძის, ვ. ლეჟავასა და რ. დალაქიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ვახტანგ ლეჟავასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს რომან დალაქიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეორე პროექტი) დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია