“პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
149
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-02
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.283
“პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2005 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №90 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №90 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთვარობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ელგუჯა მელაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

არჩილ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტის უფროსი

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ირაკლი ტუღუში – საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე

ლევან ფერაძე – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ირინა ხანთაძე – საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის თავმჯდომარე.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია