„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
465
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-01
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004.
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №465

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

�მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად �მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტის �ა� ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი რედაქციის 151 პუნქტი:

�151. �ღია ცის შესახებ� ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ ბრძანებულების №2 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია