"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 აპრილის №127 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
293
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-09-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-04
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016024
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 აპრილის №127 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №293

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 აპრილის №127 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 აპრილის №127 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

დადგენილების მიზნებისათვის გარდამავალ პერიოდად იგულისხმება ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად მომზადებული ცვლილებების პროექტის ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებამდელი პერიოდი.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

 საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტომ უზრუნველყოს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, გონივრულ ვადაში.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია