,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
427
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-04
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.004.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №427

2008 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1 “ ქვეპუნქტი:

,,ლ1 ) სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტი;“;

ბ) დებულების 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1 “ ქვეპუნქტი:

,,კ1 ) სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის ამოცანებია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და რეაგირება;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია