,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
409
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-08-25
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.004
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №409

2008 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის     2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ2 “ ქვეპუნქტი:

,,ჟ2 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია