საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №383
2008 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის „ინკლუზიური რეგიონალური ეკონომიკის განვითარების პროექტის მეშვეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში სამშვიდობო პროცესების გაძლიერებისათვის“ პოსტკონფლიქტური ფონდის (PCF) გრანტის ხელშეკრულებას“.
მ. სააკაშვილი