„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
376
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-22
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №376

2008 წლის 21 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებული დებულების №2 დანართის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ქალაქ თბილისის მერის მოადგილეებს, ქალაქ თბილისის მერიის არა უმეტეს 10 თანამშრომელს – ქალაქ თბილისის მერის წარდგინების საფუძველზე, ქალაქების მერებს, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა);“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია