საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №556
2008 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
მ. სამხარაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკ მამუკა სამხარაძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ“ ოქმს.
მ. სააკაშვილი