საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №548
2008 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ. მგალობლიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გრიგოლ მგალობლიშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ სახით, და საქართველოს მთავრობას შორის დადებული „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის“ პირველ შესწორებას“.
მ. სააკაშვილი