„აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
217
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-08-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2010 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართვე-ლისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 თებერვლის №38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აზიის განვითარების ბანკში (ADB) საქართველოს მხარის მმართველად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ალტერნატიულ მმართველად – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია