„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
594
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 594

2010 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 სექტემბრის №430 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №101, მუხ. 859) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტში სიტყვები: ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია