,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
142
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-18
გამოქვეყნების თარიღი
2005-08-19
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.276
,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №142

2005 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი      – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ირაკლი ეზუგბაია – საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

დავით კობერიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი

თამარ კოვზირიძე         – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.”.

ბ) დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,31. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №131 დადგენილება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია