„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
585
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-15
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.014867
„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.867

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №585

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.2007, №117, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ბრძანების 12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით;“;

ბ) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ბრძანების 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებულ დოკუმენტს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია